Accessibility links

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი


საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა გიორგი მარგველაშვილისა და რუვენ რივლინის შეხვედრა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებული ფორმატით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა მწუხარება გამოთქვა იერუსალიმში 8 იანვარს მომხდარი ტერაქტის გამო და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადა. გიორგი მარგველაშვილმა აღინიშნა, რომ საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად განაგრძობს ძალისხმევას მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო მრავალი გლობალური საფრთხის წინაშეა, ამიტომ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო საიმედო პარტნიორია და თავისი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების დამკვიდრებაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული და ჩვენი მოსახლეობის 15% დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია.

XS
SM
MD
LG