Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუვენ რივლინი: ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ ერთობლივი მუშაობის წყალობით და მჯერა, რომ მეტის მიღწევა შეგვიძლია


ტერორიზმი ვერასდროს გაიმარჯვებს და მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს ერთგულებას იერუსალიმისადმი და ჩვენი რწმენისადმი - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა განაცხადა თბილისში, საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. ისრაელის პრეზიდენტის თქმით, საქართველოში იმყოფება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25-ე წლისთავის აღსანიშნავად. „ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ ერთობლივი მუშაობის წყალობით და მჯერა, რომ მეტის მიღწევა შეგვიძლია“ - განაცხადა რუვენ რივლინმა. დღესვე ისრაელის პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს.

XS
SM
MD
LG