Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ 300 ჯარისკაცს გააგზავნის ავღანეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში


აშშ 300 საზღვაო ქვეითს გააგზავნის სამხრეთ ავღანეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში ადგილობრივი უშიშროების ძალების გასაწვრთნელად და დასახმარებლად. ბრიგადის გენერალმა როჯერ ტერნერმა 8 იანვარს უთხრა ჟურნალისტებს, რომ საქმე ეხება ჰელმანდში საზღვაო ქვეითების პირველად გაგზავნას მას შემდეგ, რაც 2014 წელს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ავღანეთში საბრძოლო მოქმედებებისათვის ბოლოს მოღების შესახებ. პენტაგონის გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა ავღანელი ოფიციალური პირების დადებითი გამოხმაურება. საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესის" ცნობით, ჰელმანდში ავღანეთის არმიის პრესმდივანმა, რასულ ზაზაიმ განაცხადა, რომ ავღანეთის ჯარებს „მართლაც სჭირდებათ მხარდაჭერა“. ადგილობრივი ოფიციალური პირების შეფასებით, პროვინციაში, სადაც ოპიუმის ყაყაჩო მოჰყავთ, 85%-მდე თალიბანი აკონტროლებს მაშინ, როცა შარშან სულ 20%-ზე ვრცელდებოდა მისი გავლენა.

XS
SM
MD
LG