Accessibility links

ეგვიპტეში რვა პოლიციელი დაიღუპა ბლოკ-პოსტზე ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად


ეგვიპტეში, სულ ცოტა, რვა პოლიციელი დაიღუპა ბლოკ-პოსტზე ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად. დაიჭრა, სულ ცოტა, 13 ადამიანი. ცნობების თანახმად, ჩრდილოეთ ეგვიპტეში, სინაიში მდებარე ქალაქ ელ-არიშში პოლიციაზე თავდასხმა დაიწყო აფეთქებით, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა დანაღმული მანქანით მოაწყო. ძლიერი აფეთქების შედეგად პოლიციის შენობის სამი სართული ჩამოინგრა. აფეთქების შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა გააგრძელეს იკრიში ბლოკპოსტზე. ძალადობაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ წარსულში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მოკავშირე ადგილობრივ ჯგუფს აქვს მოწყობილი ასეთი თავდასხმები ეგვიპტის უშიშროების ძალებზე.

XS
SM
MD
LG