Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში დააკავეს კიმ კარდაშიანის გაძარცვაში ეჭვმიტანილი 16 ადამიანი


საფრანგეთის პოლიცია აცხადებს, რომ 16 ადამიანი დააკავა 2016 წლის ოქტომბერში ამერიკელი ტელევარსკვლავის, კიმ კარდაშიანის გაძარცვასთან კავშირში ეჭვმიტანით. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ პოლიციის წყაროებისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 16 პირი 9 იანვრის დილას დააკავეს პარიზის რეგიონში. 36 წლის კიმ კარდაშიანი პარიზში მოდის კვირეულთან დაკავშირებით იმყოფებოდა, როცა მას თვას დაესხნენ და 9,5 მლნ დოლარის ღირებულების სამკაული წაართვეს.

XS
SM
MD
LG