Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტი: მთავრობა მზადაა, "ყველაფერზე" ესაუბროს ოპოზიციურ ჯგუფებს


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი აცხადებს, რომ მისი მთავრობა მზად არის "ყველაფერზე" ესაუბროს სირიელ ოპოზიციონერებს, თუ გეგმისამებრ გაიმართება სამშვიდობო მოლაპარაკება. სირიის საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობით, ასადმა ფრანგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი მთავრობის დელეგაცია მზად არის მოლაპარაკების დასაწყებად, როგორც კი მიღებულ იქნება გადაწყვეტილება შეხვედრის თარიღზე. რუსეთი, ირანი და თურქეთი გამოდიან ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკების ინიციატივით. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს წინადადებაა, რომ მოლაპარაკება 23 იანვარს დაიწყოს. სირიელი ოპოზიციონერების ჯგუფებს, მიუხედავად იმისა, რომ განიხილავენ ასტანის მოლაპარაკებაში მონაწილეობის შესაძლებლობას, ჯერ ოფიციალურად არ უთქვამთ, გააკეთებენ თუ არა ამას.

XS
SM
MD
LG