Accessibility links

მერკელი მოითხოვს სასწრაფო დეპორტაციას იმ მიგრანტებისა, ვისაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ


გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა საიმიგრაციო სამსახურებს და სხვა შესაბამის უწყებებს მოუწოდა იმ მიგრანტების სასწრაფო დეპორტაციისაკენ, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მიღებაზე. გამოცდილება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას შეუძლია უფრო სწრაფად გადაწყვიტოს შეიძლება თუ არა მიგრანტებს გერმანიაში დარჩენა, თუ ისინი უნდა დაბრუდნენ თავიანთ ქვეყნებში, განაცხადა მერკელმა 9 იანვარს და დასძინა, რომ მიგრანტებისათვის დაბრუნებისათვის მათ ქვეყნებში უსაფრთხოების საკმარისი გარანტია უნდა არსებობდეს. იმ მიგრანტების უკან დაბრუნება, ვისაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე, კიდევ უფრო აქტუალური გახდა ბერლინში 19 დეკემბერს მომხდარი სისხლიანი თავდასხმის შემდეგ. 24 წლის ტუნისელი, ანის ამრი, რომელიც გატაცებული სატვირთოს საჭესთან იჯდა, 19 დეკემბერს ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე ხალხში შეიჭრა, მოკლა 12 და დაჭრა 50-მდე ადამიანი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG