Accessibility links

მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა რატი გაჩეჩილაძე


დამოუკიდებელი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 5 ათასლარიანი გირაო შეეფარდა და შესაბამისად, სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და ბრალდებულს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფის გარეშე შეუფარდა. აღნიშნულს არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე, რომელმაცგირაოს ოდენობად სასამართლოს მინიმალური, ათასი ლარი შესთავაზა. გამოძიებამ დაადგინა, რომ რატი გაჩეჩილაძემ მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა გვარამიას.

XS
SM
MD
LG