Accessibility links

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეგნებული ვანდალიზმი უწოდა აფხაზეთში მე-19 საუკუნის ტაძრისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევას


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეგნებული ვანდალიზმი უწოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში მე-19 საუკუნის ტაძრისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევას. „გამოვხატავთ უკიდურეს აღშფოთებას რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში, სოფელ წებელდაში ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებასთან დაკავშირებით.
სამხედრო პოლიგონის მოწყობის მიზნით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაანგრიეს მე-19 საუკუნის ეკლესია და პოლონელთა ისტორიული სასაფლაო“ - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის ჰააგის 1954 წლის კონვენციას. საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო თანამეგობრობას, იუნესკოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, სათანადოდ შეაფასონ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო ქმედებები და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ წებელდაში მდებარე ტაძარი იანვრის დასაწყისში დაანგრიეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG