Accessibility links

თეირანში დაკრძალეს ირანის ყოფილი პრეზიდენტი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი


თეირანში დაკრძალეს ირანის ყოფილი პრეზიდენტი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი. დაკრძალვის ერთსაათიან ცერემონიაზე შეიკრიბნენ ირანის მთავრობის წარმომადგენლები და ათასობით ირანელი. 10 იანვარი ქვეყნის მასშტაბით უქმე დღედ გამოცხადდა. რაფსანჯანი, რომელიც ირანის პრეზიდენტად მსახურობდა 1989-1997 წლებში, რვა იანვარს გარდაიცვალა გულის შეტევით. ის 82 წლის იყო. ირანის ყოფილი პრეზიდენტი დაკრძალეს აიათოლა რუჰოლა ხომეინის მავზოლეუმში. სწორედ აიათოლა რუჰოლა ხომეინი ედგა სათავეში 1979 წელს დაწყებულ ისლამურ რევოლუციას ირანში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG