Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთმა რუსეთს გადასცა გამომძიებლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი


ჩეხეთმა რუსეთს გადასცა დაღესტნის რესპუბლიკაში გამომძიებლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თაგირ ისრაფილოვი. როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, 35 წლის ისრაფილოვის ექსტრადიცია ინტერპოლისა და მოსკოვის საშინაო უწყების თანამშრომელთა თანდასწრებით მოხდა. რუსეთის სამართალდამცველთა მტკიცებით, 2010 წელს ისრაფილოვმა, რამდენიმე თანამზრახველთან ერთად, დაღესტანში მოკლა გამომძიებელი და გაძარცვა მისი ბინა. 2011 წლის ოქტომბრიდან ისრაფილოვზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. ერთ ხანს ძებნილი პირი გერმანიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ისრაფილოვი დააპატიმრეს და გადასცეს ჩეხეთს, სადაც ის საბუთების გაყალბების ბრალდებით დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG