Accessibility links

ექსპერტიზის თანახმად, ათენში რუსეთის საკონსულოს ხელმძღვანელი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა


რუსეთისა და საბერძნეთის ოფიციალურ პირთა ცნობით, მაღალი რანგის რუსი დიპლომატი, რომელიც მკვდარი იპოვეს ათენში, მისსავე ბინაში, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. 55 წლის ანდრეი მალანინი, რომელიც რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებას ხელმძღვანელობდა, 9 იანვარს მისი საძინებელ ოთახის იატაკზე იპოვეს. დღეს რუსეთის საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მალანინი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ამავე შინაარსის განცხადება გაავრცელა საბერძნეთის პოლიციამ, რომელმაც დასძინა, რომ დიპლომატის ბინაში ძალისმიერი გზით შეჭრის ნიშნები არ არსებობს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG