Accessibility links

რუსეთსა და ირანს შორის განხორციელდა დიდი რაოდენობით ბუნებრივი ურანის გაცვლა


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ და მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა დაადასტურეს, რომ ირანის ბირთვული გარიგების საფუძველზე, რუსეთსა და ირანს შორის განხორციელდა დიდი რაოდენობით ბუნებრივი ურანის გაცვლა. ამის შესახებ აშშ-ის მედია იუწყება. ტელეკომპანია „ფოქსისთვისა“ და ასოშიეტედ პრესის სააგენტოსთვის“ მიცემულ ინტერვიუებში დიპლომატები ამბობენ, რომ აშშ და ირანის ბირთვულ გარიგებაში მონაწილე ხუთი სახელმწიფო დათანხმდნენ ურანის გაცვლას. ეს პირველი გზავნილია შარშანდლის შემდეგ, მას მერე, რაც ბირთვული გარიგება ძალაში შევიდა. გადაზიდვა განხორციელდა საკმაოდ დაძაბულ პერიოდში, როდესაც აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია და ქვეყნის რესპუბლიკელ კანონმდებელთა უმრავლესობა შეეწინააღმდეგნენ ბირთვულ გარიგებას და განაცხადეს, რომ ურანის მიწოდება ნათელი დასტურია იმისა, რომ თეირანი ხელსაყრელ ვითარებაში აღმოჩნდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG