Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი რომან ჰერცოგი


82 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი რომან ჰერცოგი. ამის შესახებ ინფორმაცია 10 იანვარს გაავრცელა გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელსაც არ დაუზუსტებია, რამ გამოიწვია სიკვდილი. ჰერცოგი გერმანიის პრეზიდენტი იყო 1994-1999 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში პრეზიდენტის თანამდებობა ცერემონიულ ხასიათს უფრო ატარებს, ჰერცოგს ქვეყნის მორალურ სახედ მიიჩნევენ. სწორედ მან მოუწოდა გერმანელებს, თვალი გაესწორებინათ თავიანთი ნაცისტურ წარსულისთვის, მისი პრეზიდენტობის პერიოდში კი 27 იანვარი ოფიციალურ გამოცხადდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.

XS
SM
MD
LG