Accessibility links

კრემლის პრესმდივანი კრიტიკულად აფასებს აშშ-ის გადაწყვეტილებას რუსეთისთვის სანქციების გაფართოების თაობაზე


კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება სამი რუსი მოქალაქის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე და სენატის წინადადება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ, არის „იმ ნაბიჯების გაგრძელება, რომლებიც ხელოვნურად აკნინებს ჩვენს ურთიერთობებს“. ამის შესახებ პესკოვმა დღეს უთხრა ჟურნალისტებს. მისივე განცხადებით, ბარაკ ობამას მეორე ვადით პრეზიდენტობის განმავლობაში, რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობები „უპრეცედენტოდ დაკნინდა“. პესკოვის თქმით, ურთიერთობების გაუარესება არც ერთი ქვეყნის ინტერესებში არ შედიოდა. 9 იანვარს ვაშინგტონმა რუსეთის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი დაამატა იმ პირთა სიას, რომელთაც ეკრძალებათ შეერთებულ შტატებში ჩასვლა. ამ პირებს შორის არიან რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინი და ორი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 2006 წელს პუტინის კრიტიკოსის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლაში. დღეისთვის ე.წ. „მაგნიტსკის სიაში“ რუსეთის 44 მოქალაქის გვარებია შეტანილი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG