Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში, ავღანეთის პარლამენტის შენობასთან, ორი აფეთქება მოხდა


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქვეყნის პარლამენტის შენობასთან, დღეს ორი აფეთქება მოხდა. ოფიციალური პირთა განცხადებით, ორიდან ერთ-ერთი აფეთქება დანაღმული ავტომანქანით განხორციელდა. მათივე ვარაუდით, ეს კოორდინირებული ოპერაცია იყო. როგორც ქაბულის პოლიციის თანამშრომელმა უთხრა დეპეას სააგენტოს კორესპონდენტს, არის მსხვერპლი, თუმცა დეტალებზე მას არ უსაუბრია. აფეთქების სამიზნედ, სავარაუდოდ, შერჩეული იყვნენ პარლამენტის წევრები. ზოგიერთი ცნობის თანახმად, კიდევ ერთი დანაღმული ავტომანქანა უსაფრთხოების ძალებმა გააჩერეს და გააუვნებელყვეს. დეპეას ცნობით, მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანის ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ.

XS
SM
MD
LG