Accessibility links

რუსეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს შინა პატიმრობის ვადა გაუგრძელეს


მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ, დააკმაყოფილა რა პროკურატურის მოთხოვნა, წინასწარი შინა პატიმრობის ვადა გაუგრძელა რუსეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ალექსეი ულიუკაევს. ულიუკაევს ბრალად ედება ქრთამის აღება ორი მილიონი აშშ დოლარის ოდენობით − მის მიერ გაცემული ნებართვის სანაცვლოდ, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტს“ უფლება მიეცა, შეეძინა რეგიონული ნავთობკომპანია „ბაშნეფტის“ აქციათა დიდი წილი. პროკურატურის განცხადებით, თუ ულიუკაევს ბინის დატოვების უფლებას მისცეს, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს გამოძიების მსვლელობაზე, რადგან ბევრი მოწმე მთავრობაში მის დაქვემდებარებაში მუშაობდა. გარდა ამისა, არსებობს საფრთხე, რომ ულიუკაევი შეიძლება ქვეყნიდან გაიქცეს, მიუხედავად იმისა, რომ მას პასპორტი ჩამოართვეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG