Accessibility links

აზერბაიჯანელი ბლოგერი ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს


ცნობილი აზერბაიჯანელი ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი, რომელიც ქვეყანაში გამეფებული კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის, ამბობს რომ პოლიციამ სცემა. ჰუსეინოვის თქმით, პოლიციამ ის გუშინ დააკავა ბაქოს ცენტრში, ხოლო მოგვიანებით ბაქოს სასამართლოს შენობაში გადაიყვანა. ვიდრე გაათავისუფლებდნენ, ჰუსეინოვს, როგორც თავად ამტკიცებს, სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სასამართლომ ჰუსეინოვი დამნაშავედ ცნო პოლიციის დაუმორჩილებლობაში და მას დააკისრა ჯარიმა 200 მანათის ოდენობით, რაც დაახლოებით 113 აშშ დოლარს შეესაბამება. ბოლო ხანს ჰუსენოვმა გამოაქვეყნა რამდენიმე მდიდარი აზერბაიჯანელის სახლების ფოტოები. მისი ვარაუდით, ეს სახლები მთავრობის წარმომადგენლებსა და პარლამენტის დეპუტატებს ეკუთვნით. გამოქვეყნებულ მასალებს შორის არის ინტერვიუები მუშებთან, რომლებიც ამ სახლებს აშენებდნენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG