Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი მოსკოვს მოუწოდებს, შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურის ძეგლების განადგურება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურის ძეგლების დაზიანებისა და განადგურების პრაქტიკა. როგორც თბილისის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსული და აფხაზური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 იანვარს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო პოლიგონის მომზადების მიზნით გაანადგურეს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდასთან არსებული მრავალფენიანი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი - VIII-IX და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი, ეკლესიის ნანგრევი და, ასევე, XX საუკუნის შუა ხანების პოლონელთა სასაფლაო. სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადოდ შეაფასონ რუსეთის უკანონო ქმედებები მიმართონ ზომებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად და დასაცავად.

XS
SM
MD
LG