Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორების ინიციატივით, უნდა დაკანონდეს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები


ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი მუშაობს ახალ კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დაკანონებას. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას გაურთულდება პრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობისას, 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გაუქმება. რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დაკანონების მომხრე 10-კაციან ჯგუფში შედიან დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები, რის გამოც არსებობს რეალური შანსი, რომ სენატი მიემხრობა მათ ინიციატივას. სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები შეადგენენ. ცნობების თანახმად, მსგავსი პროექტი მზადდება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაშიც. კანონპროექტით, უფრო ძნელი გასაუქმებელი უნდა იყოს სანქციებიც, რომელთა შესახებაც ობამამ გასულ თვეში გამოაცხადა და რომლებიც მიმართულია აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჰაკერულ თავდასხმებში ეჭვმიტანილი რუსი ოფიციალური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG