Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

38-მდე გაიზარდა ავღანეთის პარლამენტთან აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, 38-მდე გაიზარდა ქაბულში, პარლამენტის შენობასთან მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დაღუპულებს შორის სამხედრო და სამოქალაქო პირები არიან. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, დიჭრა 72 ადამიანი. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო. ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის ინფორმაციით, ორი აფეთქება, როგორც ჩანს, კოორდინირებული იყო: ჯერ თავი აიფეთქა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა, რასაც მოჰყვა იქვე ახლოს დანაღმული ავტომანქანის აფეთქება. იუწყებიან ასევე, რომ პოლიციამ პარლამენტის მახლობლად აღმოაჩინა ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული კიდევ ერთი ავტომანქანა.

XS
SM
MD
LG