Accessibility links

საქართველოს მთავრობა მსჯელობს კომპანია „გაზპრომის“ ახალ წინადადებაზე


საქართველოს მთავრობა მსჯელობს კომპანია „გაზპრომის“ ახალ წინადადებაზე, რომელიც სომხეთში გაზის ტრანზიტის ანაზღაურებას შეეხება. „გაზპრომ-ექსპორტის“ ხელმძღვანელებს 10 იანვარს, მინსკში შეხვდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, რომელიც გვიან ღამით დაბრუნდა თბილისში. კახა კალაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ „გაზპრომის“ წარმომადგენლებისგან მიიღეს „საინტერესო წინადადება,“ თუმცა, მისი შინაარსი არ დაუკონკრეტებია. „ეს წინადადება ბოლო შემოთავაზებაა. ძირითადი საუბარი იყო ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლის შესახებ. წინა შეხვედრებზე იმდენად შორს და განსხვავებული იყო ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან, რომ საუბარს საერთოდ, აზრი არ ჰქონდა, თუმცა, ბოლო შემოთავაზება საინტერესოა“ - განაცხადა კახა კალაძემ. რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურად საქართველო იღებს ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს. „გაზპრომ-ექსპორტი“ უკვე წელიწადზე მეტია ითხოვს ტრანზიტის ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG