Accessibility links

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, მოსკოვი ფლობს დონალდ ტრამპზე კომპრომატებს


აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს გასულ კვირაში გააცნო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთის დაზვერვის სამსახურები ტრამპზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატებს ფლობენ. ამ ცნობას შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მედიასაშუალებები, მათ შორის "სი-ენ-ენ"-ი, "ნიუ-იორკ ტაიმსი", "ასოშიეიტიდ პრესი", "როიტერსი" ავრცელებენ. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მიაკვლია შეუმოწმებელ ცნობებს, რომლებიც საკმარისად სანდოდ მიიჩნია საიმისოდ, რომ ისინი შეხვედრის დროს დაესახელებინა და ახლა, როგორც იუწყებიან, მათ მართებულობას ამოწმებს. ტრამპი „კუდიანებზე ნადირობად“ მიიჩნევს ბრალდებებს, რომ აშშ-ში საარჩევნო კამპანიის დროს რუსეთი დეზინფორმაციისა და ჰაკერული თავდასხმების კამპანიას ატარებდა, არჩევნებში ტრამპის გამარჯვების ხელშესაწყობად. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 11 იანვარს მოსკოვში უთხრა ჟურნალისტებს, რომ „კრემლს არ გააჩნია კომპრომატების დოსიე დონალდ ტრამპზე“ და ამის უარმყოფელი ნებისმიერი განცხადება „სრული ფანტაზიაა“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG