Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მოქმედებების გამო


აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი რექს ტილერსონი აპირებს სენატში დღევანდელი მოსმენისას გამოთქვას შეშფოთება რუსეთის მოქმედებების გამო და მხარი დაუჭიროს ნატოს გააქტიურებას რუსეთის მხრიდან აგრესიული ზომების ფონზე. ინფორმაცია ტილერსონის მოსალოდნელ განცხადებებზე გაავრცელა პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის გუნდმა, როცა გამოაქვეყნა ტექსტი, რომლითაც დაიწყებს ტილერსონი სენატში გამოსვლას. ტექსტის მიხედვით, ტილერსონი განმარტავს, რატომ ემხრობა ტრამპი რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას.

XS
SM
MD
LG