Accessibility links

ავღანეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა გაერთიანებული საამიროების ხუთი დიპლომატი


არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობა აცხადებს, რომ მისი ხუთი დიპლომატი დაიღუპა 10 იანვარს ავღანეთში, ქალაქ ყანდაარში, აფეთქების შედეგად. გაერთიანებულმა საამიროებმა 11 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ხუთი დიპლომატი ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და განვითარების ხელშემწყობი მისიით იმყოფებოდა ავღანეთში. აფეთქებისას, რომელიც ყანდაარაში სასტუმროსთან მოეწყო, დაიჭრნენ ავღანეთში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი და ყანდაარის გუბერნატორი. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. თალიბანი აცხადებს, რომ მას არ მოუწყია აფეთქება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG