Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პენ-ცენტრი რამდენიმე ცნობილმა წევრმა დატოვა, მათ შორის ბორის აკუნინმა


ცნობილმა რუსმა მწერალმა გრიგორი ჩხარტიშვილმა, რომელიც ნაწარმოებებს ბორის აკუნინის ფსევდონიმით აქვეყნებს, რუსეთის პენ-ცენტრი დატოვა. მან 10 იანვარს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის პენ-ცენტრი არ იცავს დევნილი მწერლების ინტერესებს და ამდენად „არაფერი აქვს საერთო“ პენის საერთაშორისო მოძრაობასთან. წინა დღეს პოეტმა ლევ რუბინშტეინმა და მწერალმა ალექსანდრ ილიჩევსკიმაც დატოვეს რუსეთის პენ-ცენტრი, რითაც პროტესტი გამოთქვეს ორგანიზაციიდან ცნობილი ჟურნალისტისა და აქტივისტის, სერგეი პარხომენკოს გარიცხვის გამო. ოფიციალურად, პარხომენკო გარიცხეს „პროვოკაციული ქმედებებისათვის“, მაგრამ თავად პარხომენკოს ვარაუდით, ის დასაჯეს, რახან რუსეთის პენ-ცენტრი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მხარს არ უჭერს უკრაინელ რეჟისორ ოლეგ სენცოვს, რომელიც 20-წლიან პატიმრობას იხდის რუსეთის ციხეში. პენი მწერლების საერთაშორისო ორგანიზაციაა. ის 1921 წელს ლონდონში დაარსდა ხელოვანთა შორის ურთიერთობების ხელშესაწყობად. ორგანიზაცია 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშია წარმოდგენილი დამოუკიდებელი პენ-ცენტრებით.

XS
SM
MD
LG