Accessibility links

სამართალდამცველებმა "გირჩის" ოფისიდან წაიღეს ქოთნები, რომლებშიც აქტივისტებმა საჯაროდ დათესეს კანაფი


საქართველოში სამართალდამცველებმა ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ოფისიდან შესამოწმებლად წაიღეს ქოთნები, რომლებშიც "გირჩისა" და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა 31 დეკემბერს საჯაროდ დათესეს კანაფი. აქტივისტების განმარტებით, საჯარო კანონდარღვევას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის ხასიათი აქვს და მიმართულია ხელისუფლების რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ. როგორც „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ დღეს უთხრა ჟურნალისტებს, ოფისში მარიხუანის 80-ე მეტი ქოთანი ჰქონდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას სისხლის სამართლის 265-ე მუხლის თანახმად, რაც მარიხუანის უკანონო დათესვა-მოყვანას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG