Accessibility links

ევროპარლამენტის კომიტეტმა მხარი დაუჭირა უვიზო რეჟიმს საქართველოსათვის


ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლას. ბრიუსელში, დღეს გამართულ სხდომაზე კომიტეტმა კენჭი უყარა ცვლილებას უვიზო მიმოსვლის რეგულაციაში, რომელზეც გასული წლის ბოლოს შეთანხმდნენ ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა კომიტეტის 42-მა წევრმა 2-ის წინააღმდეგ, ერთმა კი თავი შეიკავა. დღევანდელი კენჭისყრის შედეგს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „მოხარულნი ვართ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში შეუფერხებლად მიმდინარეობს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი პროცედურები“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. წინასწარი ინფორმაციით, ამავე საკითხზე კენჭისყრა თებერვალში გაიმართება ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG