Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი: უშიშროების ძალებმა ოთხი ექსტრემისტი მოკლეს და ათობით პირი დააკავეს


ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, უშიშროების ძალების მიერ 11 იანვარს განხორციელებული ოპერაციის დროს მოკლეს ოთხი და დააკავეს ათობით ექსტრემისტი. მისივე თქმით, დაიღუპა უშიშროების ძალების ერთი თანამშრომელი, ერთმა ექსტრემისტმა მიმალვა შეძლო. კადიროვმა „ბანდა“ უწოდა პირებს, რომლებსაც მისი ინფორმაციით ნაღმები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, და იარაღი უპოვეს. ჩეჩნეთის ლიდერი ამბობს, რომ შეიარაღებული პირებიდან ზოგი არის 2006 წელს მოკლული საველე მეთაურის, „სისხლიან ამირად“ წოდებული ისა მუსკიევის ნათესავები. სიკვდილამდე მუსკიევმა და მისმა ძმამ 102 ადამიანი დახოცეს ჩეჩნეთში, კურჩალოისა და შალის რაიონებში. უსაფრთხოების მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიაში კვლავაც მძიმე ვითარებაა. გავრცელებულია უმუშევრობა და კორუფცია, რაც ახალგაზრდების ნაწილს ისლამური რადიკალიზმისაკენ უბიძგებს.

XS
SM
MD
LG