Accessibility links

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ რუსეთი მალე დაუბრუნდება „დიდ რვიანს“


იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანჯელინო ალიანო იმედოვნებს, რომ რუსეთი მალე დაუბრუნდება „დიდ რვიანს“, რომელიც ისევ „დიდ შვიდეულად“ იქცა მას შემდეგ, რაც რუსეთი მსოფლიოს ამ წამყვანი ქვეყნების გაერთიანებას გამოეთიშა 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო. არ შეიძლება, არ გვსურდეს რუსეთთან ერთად „დიდი რვიანის“ ფორმატის განახლება და ცივი ომის ატმოსფეროსათვის ბოლოს მოღებაო, - უთხრა ალიანომ 11 იანვარს საზოგადოებრივ ტელევიზია "რაის 2"-ს. იტალია აქტიურად ემხრობა რუსეთისათვის ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებას და, ალიანოს თქმით, იმედოვნებს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააუმჯობესებს მოსკოვთან ურთიერთობას, შეძლებს "დიდ რვიანში" რუსეთის დაბრუნებას. "დიდი შვიდეულის" მომდევნო სამიტი წელს მაისში გაიმართება იტალიაში, სიცილიაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG