Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხედროებმა აღიარეს 33 ავღანელი სამოქალაქო პირის უნებურად მოკვლის ფაქტი


აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა მოკლეს 33 ავღანელი სამოქალაქო პირი შარშან ნოემბერში თალიბებთან ურთიერთსროლის დროს. 12 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, ამერიკელი სამხედროები სინანულს გამოთქვამენ და მომხდარის მიზეზად ასახელებენ იმ გარემოებას, რომ თალიბი ექსტრემისტები მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებიდან ისროდნენ. კუნდუზის პროვინციაში მომხდარი ამ ინციდენტის დროს 27 სამოქალაქო პირი დაიჭრა. ინციდენტს დიდი რეზონანსი და აღშფოთება მოჰყვა ავღანეთში.

XS
SM
MD
LG