Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილმა პარტია დატოვა და ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნის


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილმა პარტია დატოვა ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად. ეს განცხადება დღეს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე გააკეთა პარლამენტის წევრმა, დავით ბაქრაძემ. საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის, რომლებიც ნაციონალური მოძრაობიდან გავიდნენ, არიან აგრეთვე გიგა ბოკერია, ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, სერგი რატიანი და სხვები. მათ უერთდება ნაციონალური მოძრაობის კიდევ რამდენიმე ყოფილი ლიდერი, მათ შორის გიგი უგულავა და დავით დარჩიაშვილი. დავით ბაქრაძის განცხადებით, ახალი პოლიტიკური ძალა ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე იქნება "ივანიშვილის რეჟიმის" წინააღმდეგ ბრძოლაში. „დღეიდან ეს პოლიტიკური ძალა და ეს პოლიტიკური გუნდი იწყებს ბრძოლის ახალ ეტაპს, რომლის ამოცანაც იქნება საქართველოში ვითარების შეცვლა უკეთესობისაკენ, "ქართული ოცნების" და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი გზით დასრულება და ქვეყანაში განვითარების და პროგრესის დაბრუნება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო დაპირისპირება, რომელიც რამდენიმე საკითხს უკავშირდება, მათ შორის უთანხმოებას პარლამენტის ბოიკოტზე, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარტიაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლზე.

XS
SM
MD
LG