Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ აკრძალა რუსეთის დამოუკიდებელ ტელეარხ „დოჟდის“ მაუწყებლობა


უკრაინამ აკრძალა რუსეთის ცნობილი დამოუკიდებელი ტელეარხის, "დოჟდის", მაუწყებლობა მას შემდეგ, რაც "დოჟდმა" აჩვენა რეპორტაჟი, რომელშიც ყირიმსა და უკრაინის დარჩენილ ნაწილს შორის საზღვარი მოხსენიებულია უკრაინა-რუსეთის საზღვრად. უკრაინის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნულმა საბჭომ უკრაინის მაუწყებლებს დაავალა, ერთი თვის განმავლობაში შეწყვიტონ "დოჟდის" რეპორტაჟების ჩვენება. რუსეთმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია, მაგრამ კიევი და საერთაშოორისო თანამეგობრობა კვლავაც უკრაინის ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევენ ამ ნახევარკუნძულს. "დოჟდის" დირექტორმა ნატალია სინდეიევამ „სამწუხარო“ უწოდა უკრაინაში ამ ტელეარხის აკრძალვას. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ მონაცემებით, უკრაინის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნულ საბჭოს აკრძალული აქვს რუსეთის, სულ ცოტა, 35 ტელეარხის მაუწყებლობა ეროვნული უსაფრთხოების და რეკლამის მარეგულირებელი წესების დარღვევაში ბრალდების საფუძველზე.

XS
SM
MD
LG