Accessibility links

აშშ-ის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი: პუტინის მიზანია ნატოს დაშლა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, გადამდგარი გენერლის, ჯეიმს მატისის აზრით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიზანია ნატოს დაშლა. მატისმა ეს მოსაზრება გამოთქვა 12 იანვარს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ სხდომაზე, რომელზეც მას პირველად მოუსმინეს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის რანგში. კომიტეტის თავმჯდომარის, ჯონ მაკკეინის შეკითხვას, რას ფიქრობს რუსეთის მოქმედებებზე, მატისმა უპასუხა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააცნობიეროს: პუტინი ცდილობს ალიანსის დაშლასო. 66 წლის ჯეიმს მატისი საზღვაო ქვეითების შენაერთებს სარდლობდა 2001 წელს ავღანეთში და 2003 წელს ერაყში სამხედრო ინტერვენციების დროს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG