Accessibility links

ავღანეთში ჩავიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებული ასეული


„მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შესასრულებლად ავღანეთში ჩავიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული. მან როტაციის წესით შეცვალა მეორე ქვეითი ბრიგადის ასეული. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაძლიერებული ასეული მაზარ-ი-შარიფში, ბაზა "მარმალზე" განთავსდა და გერმანული სარდლობის ხელმძღვანელობით შეასრულებს 7-თვიან მისიას. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანაა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება.

XS
SM
MD
LG