Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა და რუსეთმა შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის გეგმის გამო


ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთმა და რუსეთმა შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის გეგმის გამო, სამხრეთ კორეაში განათავსოს ანტისარაკეტო სისტემა და განაცხადეს, რომ „საპასუხო ზომებს“ მიიღებენ. მოსკოვსა და პეკინს არ დაუზუსტებიათ, რას გულისხმობენ „საპასუხო ზომებში“. ჩინეთის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, „საპასუხო ზომების“ მიზანია „დაიცვას ჩინეთისა და რუსეთის ინტერესები და სტრატეგიული ბალანსი რეგიონში“. შარშან, მაისში, ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი ანტისარაკეტო სამხედრო მანევრები ჩაატარეს - მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და სეულმა დაიწყეს მოლაპარაკება აშშ-ის თანამედროვე თავდაცვითი სისტემის მოწყობის შესახებ, ჩრდილოეთ კორეისგან მომავალ მზარდ სარაკეტო საფრთხეებთან გასამკლავებლად

XS
SM
MD
LG