Accessibility links

რუსეთის ეკონომიკის მცირედით ზრდა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობას სამუშაო ადგილებით


წლევანდელი მონაცემებით რუსეთის ეკონომიკის მცირე ზრდა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობას სამუშაო ადგილებით. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ. მისი ვარაუდით, რუსეთში კვლავ შენარჩუნდება უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი. დასაქმების პერსპექტივების შესახებ გაეროს 2017 წლის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ნავთობის ფასის გლობალური კლება მძიმედ დააწვა რუსეთის ეკონომიკას, რასაც დაემატა ევროკავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG