Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას ადმინისტრაციამ გააუქმა კუბელებისთვის მოქმედი საგანგებო რეჟიმი


ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ გააუქმა საგანგებო რეჟიმი, რომლის თანახმად, აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლება ენიჭებოდა ამის მსურველ თითქმის ყველა კუბელს, განურჩევლად იმისა, ისინი შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ვიზით შევიდოდნენ თუ უვიზოდ. თეთრი სახლის მიერ 12 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი აუქმებს კუბელებისთვის გამონაკლისის სახით მოქმედ სავიზო შეღავათებს, რომლებიც ძალაში იყო ორი ათეული წლის განმავლობაში. ასევე გაუქმებულ იქნა კუბელი სამედიცინო მუშაკებისთვის საგანგებოდ შემუშავებული პროგრამა, რომელიც კუბელ ექიმებს შეერთებულ შტატებში გადასვლისკენ აქეზებდა. ეს ცვლილებები შედეგად მოჰყვა აშშ-სა და კუბას შორის ურთიერთობის მოგვარებისკენ მიმართულ მოლაპარაკებას, რომელიც რამდენიმე თვეს გაგრძელდა. თავის მხრივ, კუბამ გამოთქვა თანხმობა, მოახდინოს ყველა იმ კუბელის რეპატრიაცია, რომლებსაც აშშ უარით გაისტუმრებს. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, „ჩვენ მივესალმებით კუბელებს, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყნის წარმომადგენელ ემიგრანტებს“.

XS
SM
MD
LG