Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ვიეტნამში იმყოფება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ვიეტნამში იმყოფება, მისი ბოლო საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში, ვიდრე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალურად ჩაიბარებს აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. კერი უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნგუენ სუან ფჰუკს და მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრს ბუი ტან სონს. დაგეგმილია შეხვედრა ახალგაზრდებთან ვიეტნამის ქალაქ ჰო ში მინში. კერი ასევე ეწვევა კა მაუს პროვინციას, სადაც 1968-1969 წლების ვიეტნამის ომის დროს აშშ-ის საზღვაო ოფიცრად მსახურობდა. შეერთებულ შტატებში დაბრუნებამდე, ის პარიზსა და ლონდონშიც ჩავა. 18 იანვარს კი დაესრება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც გაიმართება შვეიცარიის ქალაქ დავოსში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG