Accessibility links

ტრამპი აქეზებს მინისტრობის კანდიდატებს, თავიანთი მოსაზრებები გამოთქვან სენატში მოსმენების დროს


აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მხარს უჭერს თავისი კაბინეტის წევრებად დასახელებულ კანდიდატებს და აქეზებს მათ, რომ გამოხატონ თავიანთი შეხედულებები მაშინაც, თუ ისინი ტრამპის შეხედულებებისაგან განსხვავდება. დონალდ ტრამპმა დღეს „ტვიტერში“ დაწერა, რომ მის მიერ დასახელებული ყველა კანდიდატი „კარგად გამოიყურება და საუცხოოდ უმკლავდება ამოცანას“. რამდენიმე კანდიდატმა - მათ შორის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილმა რექს ტილერსონმა და თავდაცვის მინისტრად წარდგენილმა ჯეიმს მატისმა - სენატში გამართული მოსმენების დროს გამოთქვა შეხედულებები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრამპის შეხედულებებისაგან. მათ შორის არის პოზიციები ირანთან, რუსეთთან და ნატოსთან მიმართებით. ტრამპი„ტვიტერში“ გამოეხმაურა ასევე ცნობას, რომლის თანახმადაც რუსეთი ფლობს მასზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატებს. ტრამპი ამ ცნობას უწოდებს „თავიდან ბოლომდე გამოგონილ ფაქტებს“ და „ყალბ ახალ ამბებს“. ის გამოთქვამს ვარაუდს, რომ ბრალდებები „დაზვერვამ“ გაავრცელა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG