Accessibility links

საპატრიარქოს თანახმად, აფხაზეთის ტერიტორიაზე ძეგლების მონიტორინგი უნდა განახორციელონ იუნესკოს სპეციალისტებმა


საქართველოს საპატრიარქომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის მოუწოდებს ხელისუფლებას გამოძებნოს გზები, რათა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ისტორიული ძეგლების მონიტორინგი იუნესკოს სპეციალისტების საშუალებით განხორციელდეს. საპატრიარქო საგანგაშოს უწოდებს ისტორიული ძეგლების დანგრევას და აღნიშნავს, რომ რადგან ქართველ სპეციალისტებს არ ეძლევათ ძეგლების დაცვა-რესტავრაციის საშუალება, მონიტორინგი უნდა განახორციელონ იუნესკოს სპეციალისტებმა. რუსული და აფხაზური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 იანვარს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო პოლიგონის მომზადების მიზნით გაანადგურეს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდასთან არსებული მრავალფენიანი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი - VIII-IX და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი, ეკლესიის ნანგრევი და, ასევე, XX საუკუნის შუა ხანების პოლონელთა სასაფლაო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG