Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში დააკავეს ჩერნოგორიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი


სერბიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დააკავეს ამ ქვეყნის ორი მოქალაქე, პრედრაგ ბოგიჩევიჩი და ნემანია რისტიჩი, რომლებზეც გამოცხადებული იყო ძებნა ჩერნოგორიაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის გამო. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა სერბიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ჩერნოგორიამ ადრევე მოითხოვა სერბიისგან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი ორი პირის დაკავება და ექსტრადიცია. რისტიჩი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა დეკემბერში, როდესაც გავრცელდა ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ ის დგას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გვერდით, ბელგრადში ამ უკანასკნელის ოფიციალური ვიზიტის დროს. ჩერნოგორიის ხელისუფლებამ ოქტომბერში დააკავა 20 პირი, მათ შორის რუსეთის ორი და სერბიის სამი მოქალაქე, რომლებსაც სურდათ, არ დაეშვათ ხელისუფლებაში იმ მთავრობის მოსვლა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ჩერნოგორიის გაწევრიანებას ნატოში. ჩერნოგორიამ 2015 წლის დეკემბერში მიიღო მიწვევა ნატოს წევრობაზე. რუსეთი ეწინააღმდეგება ალიანსში ჩერნოგორიის შესვლას, ხოლო სერბია კრემლის ერთგულ მოკავშირედ რჩება. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს ჩერნოგორიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან.

XS
SM
MD
LG