Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი შესაძლებლად მიიჩნევს სანქციების გაუქმებას, თუ რუსეთი დაეხმარება აშშ-ს


აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „უოლ სტრიტ ჯოურნალთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერჯერობით ის შეინარჩუნებს რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, თუმცა, დასძინა, რომ იგი მზად არის სანქციების გასაუქმებლად, თუ რუსეთი დაეხმარება აშშ-ს. 13 იანვარს გამოქვეყნებულ ერთსაათიან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთთან და ჩინეთთან დაკავშირებით ის გამოიყენებს წინა ადმინისტრაციის პოლიტიკას, როგორც ბერკეტს, რათა აშშ-ის ორ უდიდეს მეტოქესთან ურთიერთობაში მიაღწიოს დათმობას ვაჭრობაში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და სხვა მნიშნელოვან საკითხებში. „თუ ურთიერთობას მოვაგვარებთ და რუსეთი ჩვენი მხარდამჭერი იქნება, მაშინ რატომ უნდა გვქონდეს სანქციები, თუ ვინმე მართლაც კარგ საქმეებს აკეთებს", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა. ჩინეთთან დაკავშირებით აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ჯერჯერობით იგი ვერ ხედავს პროგრესს პეკინის მიერ აშშ-თან მიმართებაში არჩეული არათანაბარი სავაჭრო და სავალუტო პოლიტიკის მხრივ. შესაბამისად ყველაფერზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მათ შორის ჩინეთთან დაკავშირებით, - განაცხად დონალდ ტრამპმა.

XS
SM
MD
LG