Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ უწყება თავისუფალი პოლიტიკური ზეგავლენისაგან


უზენაესი სასამართლო თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ მოსამართლეთა მე-19 კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. გვენეტაძემ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც საერთო სასამართლოებში 2016 წელს განხორციელდა და დაინერგა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, 2016 წელს უმნიშვნელოვანესი იყო საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა რიცხვის ზრდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის აზრით, ასევე უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო 2016 წლის ბოლოს, ახლად არჩეული პარლამენტის მიერ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის დაგვირგვინება.

XS
SM
MD
LG