Accessibility links

პოლონეთში სიხარულით შეხვდნენ ამერიკელი სამხედროების და ტექნიკის გამოჩენას


პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა 14 იანვარს სიხარულით შეხვდნენ აშშ-ის სამხედროების და ტექნიკის გამოჩენას პოლონეთის მიწაზე, რასაც „დიადი დღე“ უწოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბეატა შიდლომ. პოლონეთში განლაგდება 3500 კაციანი ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფი და სამხედრო ტექნიკა, რომელსაც დაევალება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ალიანსის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერება. პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ოთხი სამხედრო ბრიგადის განლაგების გადაწყვეტილება ნატოს ხელძღვანელობამ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მიიღო. რუსეთი მკაცრად აკრიტიკებს ამერიკული სახმელეთო ბრიგადების განლაგებას პოლონეთსა და ბალტიისპირეთში, რასაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერსების“ წინააღმდეგ მიმართული მუქარა უწოდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG