საქართველოს ქალაქ ამბროლაურში გაიხსნა აეროპორტი, რომლის მშენებლობა, მთავრობის განცხადებით, სექტემბრიდან დაიწყო და მოკლე ვადაში დასრულდა. ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება. პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთნაკადის ზრდის შემთხვევაში - ტერმინალის გაფართოებაც. ახალმა აეროპორტმა უკვე მიიღო პირველი თვითმფრინავი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებოდა. პრემიერმა შეკრებილ მოსახლეობას აეროპორტის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ "ეს მხოლოდ დასაწყისია".
ყველაზე პოპულარული
1