Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიამ შეაჩერა „პროპაგანდისტული მატარებლის“ მოძრაობა ჩრდილოეთ კოსოვოს მიმართულებით


სერბიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ვუჩიჩმა გადაწყვიტა, შეაჩერებინა პროპაგანდისტული მატარებლის მოძრაობა ბელგრადიდან ჩრდილოეთ კოსოვოში, რომელიც უპირატესად სერბებითაა დასახლებული. პრიშტინის ხელისუფლების პროტესტის მიუხედავად, სერბიამ სარეკლამო მატარებლის გასვლის თარიღად 14 იანვარი დაასახელა, ხოლო მატარებელი მორთული იყო სერბული დროშებითა და 21 ენაზე გაკეთებული წარწერით „კოსოვო სერბიაა“. 1998-99 წლების საომარი კონფლიქტის შემდეგ, რკინიგზას პირველად უნდა დაეკავშირებინა ერთმანეთთან სერბიის დედაქალაქი და კოსოვოს ქალაქი მიტროვიცა. „კოსოვოს სპეცდანიშნულების ძალებმა დანაღმეს რკინიგზა, ხოლო სხვა ქვედანაყოფები საზღვარზე იქნა გაგზავნილი მატარებლის მემანქანისა და მგზავრების დასაპატიმრებლად“, - განაცხადა სერბიის პრემიერ-მინისტრმა კოსოვოს საზღვართან მდებარე ქალაქ რასკაში გამართულ პრესკონფერენციაზე. კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ისა მუსტაფა მიესალმა სერბიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ მატარებელს არ შეუშვებდნენ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG