Accessibility links

ტრამპის თანაშემწე უარყოფს პუტინისა და ტრამპის შესაძლო შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას


აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის უფროსი თანაშემწე უარყოფს მედიის ცნობას, თითქოს ისლანდიაში იგეგმებოდეს ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირველი შეხვედრა. თეთრი სახლის მომავალმა პრესმდივანმა შონ სპაისერმა „100 პროცენტიანი სიცრუე“ უწოდა ბრიტანულ „სანდეი ტაიმსში“ 14 იანვარს გამოქვეყნებულ ცნობას. გაზეთის თანახმად, სამიტი ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში გაიმართება დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. "სანდეი ტაიმსზე" დაყრდნობით, ეს ინფორმაცია სააგენტო "ბლუმბერგმაც" გაავრცელა. დონალდ ტრამპი, რომელიც 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდება, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრეა და არაერთხელ შეაქო ვლადიმირ პუტინის ლიდერული უნარები. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 იანვარს „უოლ სტრიტ ჯოურნალთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერჯერობით ის შეინარჩუნებს რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, თუმცა, დასძინა, რომ მზად არის სანქციების გასაუქმებლად, თუ რუსეთი დაეხმარება აშშ-ს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG