Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კიევში შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს


ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის” წევრები 13 იანვარს კიევში შეხვდნენ პარტიის ლიდერს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინაში განაგრძობს მოღვაწეობას, როგორც უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა აცნობა ჟურნალისტებს, პარტიის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებისა და სააკაშვილის შეხვედრაზე საუბარი შეეხო 20 იანვრისთვის დაგეგმილ ყრილობასა და სამომავლო გეგმებს. „ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა მექანიზმებით, რა ბერკეტებით გვექნება ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან ივანიშვილი არის სათავე იმ პრობლემებისა, რაც ქვეყანაში არსებობს”, - განაცხადა მინაშვილმა. მას შემდეგ, რაც პარტიის რიგები რამდენიმე ცნობილმა პოლიტიკოსმა დატოვა, საპარლამენტო უმცირესობიდან "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩნენ ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე. 13 იანვარს ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასულმა დეპუტატებმა ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობას” სახელი გადაარქვეს და „ევროპული საქართველო" დაარქვეს. მათ გადაირჩიეს თავმჯდომარე ნიკა მელია და თანამდებობაზე სერგო რატიანი დანიშნეს. ყოფილ ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობაში” და ამჟამინდელ „ევროპულ საქართველოში“ უმრავლესობას წარმოადგენენ ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული დეპუტატები.

XS
SM
MD
LG