Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში პატიმრობიდან გაათავისუფლეს საერთაშორისო წითელი ჯვრის თანამშრომელი


საერთაშორისო წითელი ჯვრის ინფორმაციით, თავისუფალია ორგანიზაციის ესპანელი თანამშრომელი, რომელიც ავღანეთში გასულ თვეში მოიტაცეს. ხუან კარლოსი 19 დეკემბერს იმ დროს მოიტაცეს, როდესაც მისიის ჯგუფი მაზარ-ი-შარიფსა და ყუნდუზს შორის მოძრაობდა. წითელი ჯვრის დელეგაციის ხელმძღვანელმა ავღანეთში, მონიკა ძანარელიმ კვირას განაცხადა, რომ კარლოსი უსაფრთხოდ და საიმედოდ არის მის გუნდთან ერთად ყუნდუზში.

XS
SM
MD
LG